×
სასუქები
ნიადაგი
ქოთნები და აქსესუარები
მცენარეები
  • greenit

    ბიომიქსი

    12

    აირჩიეთ :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    ბიომიქსი მრავალკომპონენტიანი, მშრალი ორგანული სასუქია, რომელიც მზადდება სპეციალური ფორმულითა და ტექნოლოგით, 100% ბუნებრივი კომპონენტებისგან.

    ბიომიქსის გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ნიადგაში, ყველა კულტურის ქვეშ.

    იგი მცენარისთვის საჭირო და აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტების კომპლექსს, ჰუმინისა და ფულვო მჟავებს, ფიტოალექსინებს, ვიტამინებსა და მცენარეთა დაცვის ელემენტებს შეიცავს, ამასთან ერთად სასუქი ტორფითაა გამდიდრებული.

    სასუქის  შემადგენლობაში აგრეთვე შედის მიკროორგანიზმების ფართო სპექტრი, როგორიცაა – აზოტოფიქსირებადი, ფიტოსინთეთიკური ბაქტერიები, სოკო ტრიქოდერმა, ტორფი და აგრეთვე გარკვეული მიკროორგანიზმების კომპლექსი.

    თავისუფლად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბიომიქსი ერთადერთი სასუქია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიკორიზული სოკოების კომპლექსს შეიცავს. მიკორიზული სოკოები კი მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა.