×
სასუქები
ნიადაგი
ქოთნები და აქსესუარები
მცენარეები
  • Nitrokal Mg

    35

    აირჩიეთ :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    ნიტრატული აზოტი (N) 9 %
    კალციუმის ოქსიდი, წყალში ხსნადი (CaO) 10 %
    მაგნიუმის ოქსიდი, წყალში ხსანდი (MgO) 5 %
    მოლიბდენი (Mo) 0,07 %
    0.5% ხსნარის pH 6.5

    ნიტროკალ Mg შეიცავს ნიტრატულ აზოტს, კალციუმს, მაგნიუმს და მოლიბდენს. ეს არის სპეციალური კომპლექსი ფოთლოვანი შესხურებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის მიერ მის სწრაფ ათვისებას. ნიტრატული აზოტი ხელს უწყობს შემადგნელი ელემენტების შეთვისებას ქსოვილების და ფესვების გზით და მათ სწრაფ გადატანას ფოთლებსა და ნაყოფებში. ნიტროკალ Mg მცენარეში ავითარებს შრატის ეფექტს, რაც იმას ნიშნავს რომ აჩქარებს წყლისა და საკვების მოძრაობას ,,ვენებში’’ ( ფლოემა, ქსილემა), შედეგად ხდება სხვადასვა სახის სტრესების მინიმუმამდე შემცირება. განსაკუთრებით ცხელ პერიოდში ზრდის ეტაპებზე (კიტრი, პომიდორი,ბადრიჯანი და სხვა.) ან არახელსაყრელმა გარემო პირობებმა (მაღალი ტემპერატურა, წყლის და/ან სინესტის სტრესი) შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს ყვავილებზე და ნაყოფებზე (ცვენა, ყლორტის გამოშრობა, ხილის ფერის გაფერმკრთალება, დაბზარვა და სხვა.) შესაძლებელია სტრესის წარმოშობა ირიგაციით, ნიადაგის მახასიათებლებით, მაღალი EC-ით გამოწვეული კალციუმის ნაკლებობის გამო. სინესტის ნაკლებობის გამო სათბურებში ძირითადად გვხვდება კალციუმისა და მაგნიუმის დეფიციტები ბადრიჯანში, პომიდორში და კიტრში. ნიტროკალ Mg ეხმარება მცენარეს თავიდან აირიდოს ესეთი სახის პრობლემები. იგი ხდის მცენარის მწვანე ნაწილს უფრო ძლიერს და ნაყოფის ფერს უფრო მკვეთრს. გარდა ამისა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას ნიტროკალ Mg ამცირებს pH, და ამ გზით უზრუნველყოფს მცენარის მიერ დაცვის საშუალებების უკეთ შთანთქმას და აძლიერებს მათ მოქმედებას


    გამოყენების მეთოდები და დოზები ფოთლოვანი შესხურება: 2-3ლ/ჰა ( ან 200-300მლ/100ლ წყალზე) თავსებადობა: პროდუქტის შერევა დასაშვებია ყველა სახის ჩვეულებრივ აგროქიმიკატთან, თუმცა რეკომენდირებულია შერევის ტესტი მცირე რაოდენობაზე.